პრეზიდენტმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

გასული წლის 18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად გამოსცა.

მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით მოხდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები