კენიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

კენიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დაჯგუფება „ალ- შაბაშის“ თავდასხმის შედეგად 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის აფრიკის სარდლობის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, იერიშის დროს ასევე ორი სამხედრო დაიჭრა.

თავდამსხმელებმა ბაზის ტერიტორიაზე მოხვედრა შეძლეს და 6 სამოქალაქო თვითმფრინავის დაზიანება მოახერხეს.

თავდამსხმელებს შორის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები