ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სტიქიას დედაქალაქ ჯაკარტასა და მის მიმდებარე რაიონებში ებრძვიან. წყალდიდობის გამო, 400 ათასამდე ადგილობრივი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

სეზონური წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დედაქალაქ ჯაკარტასთან ერთად, 182 დასახლება დატბორა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები