ინდოეთში ხანძრის შედეგად ჩამონგრეულ შენობაში მეხანძრეებიც მოყვნენ

დელიში, ხანძრის შედეგად ქარხნის შენობა ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.

ხანძარი დღეს გამთენიისას მოხდა. სამაშველო ოპერაციის დროს შენობაში აფეთქება მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. ნანგრევებში მოყოლილთა შორის ასევე რამდენიმე მეხანძრეა.

სამძებრო–სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ადგილზე 35 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები