ინდონეზიაში წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტასა და მიმდებარე რაიონებში წყალდიდობის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ქვეყნის საზოგადოებრივ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე იოკო ხარიანტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით 30 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია, ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების ეროვნული სააგენტოს პრეს–მდივანმა აგუს ვიბოვომ განაცხადა, ახალი წლის დადგომიდან, სულ მცირე 90 რაიონში გადაუღებლად წვიმს, მდინარეები ადიდებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები