აშშ–ში ახალი წლის პირველ დღეს 10–ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის ორი ბავშვია

აშშ–ში ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე საათში, 10–ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის ორი ბავშვია, – იტყობინება USA Today.

გაზეთის მონაცემით, მკვლელობების უმრავლესობა ბარებსა და ღამის კლუბებში მოხდა.

ორი ადამიანი დაიღუპა ფლორიდის შტატის, ქალაქ ორლანდოს კლუბში გახსნილი ცეცხლის შედეგად. ტეხასში ბოროტმოქმედმა ორი მამაკაცი მოკლა. კიდევ სამი ადამიანი, მისურის შტატის ქალაქ სენტ–ლუისში იქნა მოკლული, ორი ფილადელფიაში. აიოვას შტატში სასიკვდილოდ ბავშვი დაიჭრა. 7 ადამიანი ვირჯინიაში გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიჭრა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2019 წელს აშშ–ში მასობრივი მკვლელობების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ქვეყანში სულ 40 ასეთი თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად 210–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები