ირანში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ირანის ჩრდილოეთით,პროვინცია ხორასან–რეზავისთან 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სეისმური ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები 8 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევის, ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.