თორნიკე რიჟვაძე: 2020 წელი კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენს უმთავრეს ისტორიულ მიზანთან, როგორიცაა – ერთიანი საქართველო ევროპულ ოჯახში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძრ რეგიონსა და სრულიად საქართველოს 2020 წელს ულოცავს. თავის მილოცვაში მან 2020 წელს დაგეგმილ ღონისზიებებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე 2019 წელს განხორციელებულ პრორქტები შეაჯამა.
,,ჩემს აჭარას და სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, წარმატებას ნებისმიერ თქვენს წამოწყებაში.
მწამს, რომ ახალი 2020 წელი კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენს უმთავრეს ისტორიულ მიზანთან, როგორიცაა – ერთიანი საქართველო ევროპულ ოჯახში.
წარმატებული ქართული სახელმწიფო არის ყველა ჩვენგანის მშვიდობიანი, უსაფრთხო ცხოვრების გარანტი და საფუძველი.
განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მივულოცო ახალი წელი ყველა ბავშვს. მათთვის დღევანდელი დღე ზღაპრულ სამყაროს და ოცნებების ახდენას უკავშირდება. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობას ცხოვრების ღირსეული პირობები შევუქმნათ.
ვულოცავ სრულიად საქართველოს და რა თქმა უნდა, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემით მივულოცო ახალი წელი ჩვენს ემიგრანტებს.
ვულოცავ ჩვენ გმირ ჯარისკაცებს, პოლიციელებს, თითოეულ თქვენგანს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.
მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განათლებისა და თვითრეალიზაციის მეტი შესაძლებლობები შევუქმნათ ჩვენს ახალგაზრდებს. მჯერა, რომ თქვენთან ერთად ახალგაზრდული ენერგიით, ფუნდამენტური განათლებით, ახალ ბიძგს და იმპულსს მივცემთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას.
ახალი წელი ახალი ენერგიით, შემართებით უნდა დავიწყოთ. თავად უნდა შევქმნათ ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ვიამაყებთ ერთად გაკეთებული საქმეებით და შედეგებით.
2019 წელი ბევრ წარმატებებთან ერთად სირთულის დაძლევის წელიც იყო. ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა განათლების, სოციალური პოლიტიკის მიმართულების, თუმცა არაერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, ჯერ კიდევ გადასაჭრელია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა არსებულ გამოწვევებს ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით.
მჯერა, რომ 2020 წელი დიდი წარმატების და კეთილდღეობის წელი იქნება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მშვიდობის, წინსვლის, სიკეთის მომტანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.