ზუგდიდში ახალი წელი სხვადსხვა უწყების თანამშრომლებს მიულოცეს (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და მის მოადგილეებთან ერთად, შობა-ახალი წელი იმ უწყების მორიგე ბრიგადებს მიულოცეს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვრისპირა სოფელ რუხის საგუშაგოზე, საპატრულო პოლიციაში, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, სამშობიაროში, სასწრაფო დახმარების ცენტრში, სამხარეო პოლიციასა და სწრაფი რეაგირების დეპარტამენტში იმყოფებოდნენ, მათ მორიგე ბრიგადებს სასაჩუქრე კალათები გადასცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები