გურანდა ქლიბაძის „ეგზისტენციალური ხილვები"
14 იანვარს, 17 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ხელოვან გურანდა ქლიბაძის გამოფენა: “ეგზისტენციალური ხილვები” გაიმართება. პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის” ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო უზრუნველყოფს. პროექტის პარტნიორები არიან: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა.