კამერუნთან საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე თავდასხმა მოხდა, გატაცებულია ეკიპაჟის 8 წევრი

კამერუნთან საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე Happy Lady-ზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

Euronews-ის ინფორმაციით, გატაცებულია ეკიპაჟის 8 წევრი, მათ შორის არიან: საბერძნეთის 5, ფილიპინების 2 და უკრაინის ერთი მოქალაქე.

ბორტზე სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა.

თავდასხმის დროს ეკიპაჟის ერთი წევრი დაიჭრა. მომხდარს საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება.

ხომალდი ქიმიკატებისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვის გამოიყენებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები