ზელენსკიმ და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს
უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, იტყობინება ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახური.
გავრცელებული ცნობით, ზელენსკიმ და პუტინმა ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი და 29 დეკემბერს ტყვეების გაცვლა მიულოცეს.
გარდა ამისა, მხარეები მიესალმნენ რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.
„საუბრის დროს, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა ტყვეობაში მყოფი უკრაინელებისა და რუსების სიის შედგენაზე. ლიდერებმა იმედი გამოთქვეს, რომ დონბასში შეხების ხაზთან ცეცხლის სრული შეწყვეტა უახლოეს დროში დაიწყება“, – ნათქვამია განცხადებაში.