ჯო ბაიდენმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტად, შესაძლოა, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დანიშნოს
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტად, შესაძლოა, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დანიშნოს.
ნიუ-ჰემფშირში ამომრჩევლის წინაშე გამოსვლის დროს, ბაიდენმა თქვა, რომ საკითხს განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გვარის დასახელება უჭირს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბაიდენს არაერთხელ უთქვამს, რომ კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან მუშაობაა აუცილებელი.
ის ასევე აცხადებდა, რომ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ქალის ან სხვა ეთნიკური ჯგუფის კანდიდატს ისურვებდა.
ამასთან, სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, დემოკრატი-ამომრჩვლების უმრავლესობა მზად არის საკუთარი ხმა ბაიდენის სასარგებლოდ და არა მისი კონკურენტების ბერნი სანდერსის და ელიზაბეთ უორენის მისცენ.
მსგავსი მოსაზრებები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს ადრეც გამოუთქვამთ.
ასე, მაგალითად, 2008 წელს რეპსუბლიკელ-სენატორს ჯონ მაკკეინს სურდა, რომ მისი უახლოესი მეგობარი, სენატორი ჯო ლიბერმანი, ვიცე-პრეზიდენტი გამხდარიყო. თუმცა, პარტიის შიგნით არსებული ზეწოლის შედეგად, მაკკეინმა ვიცე-პრეზიდენტად ალიასკას გუბერნატორი სარა პეილინი დაასახელა, რამაც უკუ ეფექტი გამოიწვია და ბარაქ ობამას გამარჯვება განამტკიცა.