WhatsApp-ი iOS-ისთვის და Android-ისთვის მიუწვდომელი გახდება

WhatsApp-ის მესენჯერი 1 თებერვლიდან iOS-ის და Android-ის ოპერაციული სისტემების ძველი ვერსიებისთვის მიუწვდომელი გახდება.

ამის შესახებ პროგრამის საიტზეა ნათქვამი.

WhatsApp-ის მუშაობისთვის Android -ის 4.0.3 ვერსიაა საჭირო, ხოლო iOS-ის შემთხვევაში 9, KaiOS 2.5.1 და უფრო თანამედროვე ვერსიები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დღეიდან Windows Phone-ის მომხმარებლებისთვისაც ასევე გახდა მიუწვდომელი მესენჯერის გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები