ზუგდიდის “ევექსის” კლინიკაში ბავშვებისთვის საახალწლო ფლეშმობი მოეწყო

ზუგდიდში, რეფერალური ჰოსპიტალ “ევექსის” ეზოში, “წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდმა” საქველმოქმედო ფლეშმობი მოაწყო.

ღონისძიება იმ ბავშვების მხარდასაჭერად გაიმართა, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ახალ წელს სახლში ვერ შეხვდებიან.

ღონისძიების ფარგლებში, სახანძრო მანქანის კიბით თოვლის ბაბუამ, საავადმყოფოს მეოთხე სართულზე მყოფ ბავშვებს საჩუქრები გადასცა და ანიმაციის სხვადასხვა გმირებთან ერთად, პატარა პაციენტების განწყობაზე იზრუნა.

საქველმოქმედო ღონისძიებას, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები