ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ზუგდიდის 2020 წლის ბიუჯეტს მხარი 40-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა. კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა ოპოზიციას არ მიუღია. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოდან” საკრებულოს წევრებმა, ბიუჯეტის დამტკიცებამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, ახალ ბიუჯეტში პრიორიტეტები სწორადაა გადანაწილებული.

ცნობისთვის, ბიუჯეტის მოცულობა 41 მილიონი ლარია, რაც, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განმარტებით, შარშანდელზე 6 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის მომავალი წლის პრიორიტეტები: განათლება, ინფრასტრუქტურა, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები