გორის მერიის მიერ გამოცხადებული საახალწლო კონკურსი დასრულდა

გორის მერიის მიერ გამოცხადებული საახალწლო კონკურსი “ყველაზე საახალწლო“ დასრულდა.

გორის მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ და კონკურსის სპონსორებმა, კენჭისყრის საფუძველზე, გამარჯვებული კონკურსანტები უკვე გამოავლინეს.

“კონკურსში გამარჯვებულების ვინაობა, ახალი წლის ღამეს, გალა კონცერტზე გახდება ცნობილი. გორის მერი ახალი წლის ღამეს, სპონსორებთან ერთად, გადასცემს საჩუქრებს გამარჯვებულ კონკურსანტებს. გორის მერია მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს ქალაქის გალამაზებაში შეტანილი წვლილისათვის. ასევე, მადლობა კონკურსის ყველა სპონსორს მერიის ინიციატივაში ჩართულობისათვის”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები