ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები აზერბაიჯანელ ხალხს სოლიდარობის დღეს ულოცავენ (ვიდეო)

მიმდინარე წლის 31 დეკემბერს მსოფლიოში აზერბაიჯანელთა სოლიდარობის 30 წლისთავი აღინიშნება. საიუბილეო თარიღი აზერბაიჯანელ ხალხს ქართველმა პოლიტიკოსებმაც მიულოცეს.
კახა კალაძე, თბილისის მერი: „30 წელის ეს ცოტა არაა. პირველ რიგში ვუსურვებ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობას და სულიერ სიმშვიდეს. აზრბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ის ურთიერთობები რაც ჩვენს ერებს შორის ჩამოყალიბდა ძალიან მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებული ვარ,რომ მომავალში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და მეგობრული გახდება. ამას ორივე ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხმა თავის მილოცვაში აქცენტი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობაზე გააკეთა. მან ისურვა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდეს.

როგორც საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძემ თავის მილოცვაში აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დინამიურად ვითარდება როგორც პოლიტიკურ ისე, სავაჭრო-ეკონომიკურ დონეზე და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებით. მან სრულიად აზერბაიჯანს მიულოცა დღესასწაული.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აზერბაიჯანელ ერს საიუბილეო თარიღს ულოცავს და აცხადებს, რომ საქართველო მაქსიმალურად ცდილობს, ეთნიკური აზერბაიჯანელების უფლებები იყოს დაცული. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მეგობრობა ხალხებს შორის გაგრძელდეს.

აზერბაიჯანელ ხალხს საიუბილეო დღესასწაული მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაც დააზერბაიჯანელებს მშვიდობა, სტაბილურობა, სწრაფი განვითარება და პროგრესი უსურვა.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ხაზი გაუსვა სოლიდარობის მნიშვნელობას და თქვა, რომ სწორედ მასზე უნდა აშენდეს ურთიერთობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები