ახალციხეში სახლი გაქურდეს – წაღებულია ფული და ძვირფასეულობა
ახალციხეში, საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი დღეს საღამოს გაქურდეს.
ადგილობრივების თქმით, მათ დაინახეს უცხო პიროვნება როგორ შეიპარა მეზობლის სახლში და მეპატრონეს აცნობეს, თუმცა მეზობლების განმარტებით, ფეხის ხმაზე ქურდმა სახლი მაშინვე დატოვა.
საბარგო სადგურის მცხოვრებლების ინფორმაციით, მოპარულია ფული და ძვირფასი ნივთები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.