მურთაზ ზოდელავა: სალომე ზურაბიშვილისგან დამოუკიდებელ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ
წინასაახალწლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატიმროდან პატიმრებს არ გამოუშვებს. საკანში შეხვდება ახალ წელს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძეც.
აღნიშნულს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მურთაზ ზოდელავა გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ.
“სალომე ზურაბიშვილისგან დამოუკიდებელ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ. რასაც ჩასძახებს ივანიშვილი, იმას ამოსძახებს ზურაბიშვილი. იყო დანაშაულებრივი, სკანდალური შეწყალებები და იგივე იქნება წელს, თუ იქნა, სოლოლაკის აღმართიდან წამოვა დაკვეთები და პრეზიდენტი და მისი აპარატი ამ დაკვეთებს შეასრულებს,” – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.