ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმება
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას სოციალურ ხსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა.
„მივესალმები ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ სიახლეს“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.