ბაღდათში წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძე, მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო მშვილდაძე და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.
2019 წლის შედეგების მიხედვით 5 საუკეთესო სპორტსმენი და ორი საუკეთესო მწვრთნელი გამოვლინდა.
სპორტსმენებს შორის საუკეთესოებად დასახელდნენ:  მოჭადრაკე ჯაბა ადამია; მოჭიდავეები – ლუკა რურუა, დავით ბურჯანაძე, იგორი ფანგანი და გურამ გიგაშვილი.
ხოლო მწვრთნელებს შორის: მევლუდ ჯიხვაძე და თემურ ვაშაყმაძე .
საუკეთესოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი პრიზები და სიგელელები გადაეცათ.
ასევე ჯილდოები მიიღო ,,საჭადრაკო კლუბ ბაღდათის’’ რვა წევრმა, რომლებმაც წლევანდელ სეზონში საკლუბო ასპარეზობაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.
დღესვე ადგილობრივი თვითმმართველობის და საკრებულოს წარმომადგენლებს, ასევე სპორტსმენებს და მწვრთნელებს, იმერეთის რეგიონულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საჩუქრად ახლახან გამოცემული წიგნი – “30 წელი – ოლიმპიზმი და ოლიმპიური მოძრაობა იმერეთში” გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები