ზესტაფონის მერიამ საახალწლო საჩუქრების დარიგება დაიწყო

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დამდეგი შობა-ახალი წელი მზრუნველობამოკლებულ პატარებსა და მოხუცებს, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს, ასევე ომის ვეტერანებს მიულოცეს და სასაჩუქრე ნაკრებები გადასცეს.
სათნოების სახლ „კათარზისში“ „ორიონსა“ და „ცხოვრების მეგზურში“ საახალწლო საჩუქრები ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ მიიტანეს.
ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი – „ორიონი“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, საახალწლო პროგრამით დახვდა და საკუთარი ხელით დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გადასცა.
„ორიონში მოსვლა ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული ჩვენთვის. ეს ბავშვები ყველასგან გამორჩეულები არიან გულწრფელობით, სითბოთი და სიყვარულით. „ორიონის“ არსებობაც სიკეთესთან, სათნოებასთან და სიყვარულთან ასოცირდება“, – აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები