ზუგდიდში დღის ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის დღის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
„დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ შშმ ბავშვებს,ზუგდიდში სულ ოთხი დღის ცენტრი გვაქვს, რომლის ბენეფიცარები მერიის სხვადასხვა პროგრამებში არიან ჩართული.მაქსიმალურად ვდილობთ, დავუდგეთ ამ ბავშვებს გვერდში“- აღნიშნა ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს, საახალწლო საჩუქრები გადასცეს. მუნიციპალიტეტის მერიისგან საახალწლო საჩუქრები ჯამში 550 ბენეფიციარს გადაეცემა.