სამედიცინო ცენტრმა “იავნანამ“ და “ნაბიჯებმა“ საახალწლო მიღება გამართეს

სამედიცინო ცენტრმა “იავნანამ“ და “ნაბიჯებმა“ საახალწლო მიღება გამართეს. მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა 150-მდე ბავშმა მიიღო.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი , გორის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ჩიხრაძე და მერიის წარმომადგენლები, საახალწლო ნობათით შეურთდნენ.

სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა და გორის მერიის წარმომადგენლებმა პატარებს ახალი წლის დადგომა მიულოცეს და მათთან ერთად, საახალწლო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

“გორის მერია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად, ფულადი თანხით ეხმარება შშმ ბავშვებს. ეს ბავშვები რეაბილიტაციას სწორედ სარეაბილიტაციო ცენტრ „ნაბიჯებში“ გადიან. მინდა, ყველა მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა და ნათელი მომავალი. ვცდილობთ, რომ მერიის პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული ბენეფიციარების საჭიროებებზე”, – განაცხადა პაატა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები