ჯარიაშენში მოსახლეობამ სადავო მიწაზე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობამ მიწის გასხვისება კვლავ გააპროტესტა და ამჯერად, ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცა. ადგილობრივების განცხადებით, 20 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული 90-იან წლებში სოფლის საკუთრება იყო, რომელსაც ადგილობრივები სახნავ – სათესად და საძოვრებად იყენებდნენ, თუმცა 2003 წელს უკანონოდ 20 წლის ვადით გასხვისდა. ადგილზე იმყოფებოდნენ კერძო ინვესტორებიც, რომლებმაც მედიის გამოჩენის შემდეგ, სადავო ტერიტორია დატოვეს და ტექნიკა გაიყვანეს.
“მანამდე ვიქნებით აქ სანამ სამართალი არ იზეიმებს. ეს ტერიტორია არის ჩვენი. აქ ვაძოვებდით საქონელს, ახლა რა გამოდის, 4 კაცის გამო სოფელს საქონელი შიმშილით უნდა დაგვეხოცოს? არ მივცემთ აქაურობის მოხვნის საშუალებას სისხლის ფასად რომ დაგვიჯდეს. დღეს ტრაქტორები მოიყვანეს გავაჩერებინეთ, ხვალაც იგივეს ვიზავთ. ვიდგებით აქ მანამ, სანამ არ დაუბრუნებენ სოფელს თავის მამაპაპურ მიწის ნაკვეთს”, – განაცხადა ინგა ხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები