გიორგი მიქაუტაძე: ჩემს ინტერესებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატობა არ შედის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, მის ინტერესებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატობა ჯერჯერობით არ შედის.

​„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ცალკე პროცედურაა. ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებს. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე ამ ეტაპზე, არ განვიხილავ, არ მაქვს ასეთი ინტერესი და ამ ეტაპზე, ჩემს გეგმებში არ შედის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატობა“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები