ოპერის თეატრში საახალწლო საღამო გაიმართება

29 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ოპერის თეატრის სოლისტების, გუნდის და ორკესტრის მონაწილეობით,  „საახალწლო საღამო“ გაიმართება. როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, კონცერტზე აჟღერდება ფრაგმენტები შტრაუსის, ოფენბახის, ვერდის, როსინის, ბიზეს, დონიცეტის, ფალიაშვილის, დოლიძის, ჩაიკოვსკის ნაწარმოებებიდან.
ეს არ იქნება ჩვეულებრივი კონცერტი. საახალწლო განწყობა თეატრში შემოსვლისთანავე შეიგრძნობა. გაიმართება „დარბაზობა ოპერაში“, სადაც სხვადასხვა ოპერის ცნობილი პერსონაჟები დამსწრე საზოგადოებას შენობაში შემოსვლისთანავე განსაკუთრებულად შეეგებებიან და ბევრ სიურპრიზს შესთავაზებენ.
საახალწლო წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორია იოანე (ვანო) ხუციშვილი, რომლის სარეჟისორო დებიუტი საოპერა ჟანრში დოლიძის „ქეთო და კოტეთი“ უდიდესი წარმატებით შედგა და იმთავითვე მოიპოვა მაყურებელთა აღიარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები