სოფელ ფახულანში ტყის მასივის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ფახულანში, ქალაღალის მიმდებარე ტერიტორიაზე,ტყის მასივის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
წალენჯიხის მერის ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 7 ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წალენჯიხიდან, ზუგდიდიდან და ჩხოროწყუდან მუშაობს.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
სიტუაციას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორი დავით ფარცვანია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია. ვიცე-გუბერნატორის განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.