ვინ გახდება „საქართველოს ოქროს წერაყინი 2019“-ის მფლობელი?

29 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ალპური კლუბის მთამსვლელობის მუზეუმში 2018-2019 წლების მთამსვლელური ექსპედიციების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია წარადგენს 2018-2019 წლების სპორტულ ანგარიშს; გაიმართება 2019 წელს განხორციელებული ექსპედიციების ფოტოგამოფენა; გამოვლინდება 2018 და 2019 წლების საუკეთესო ექსპედიციები.
ჭაუხი, შხარა, მატერჰორნი, ნანგა პარბატი, ამა დაბლამი – იმ მთების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დალაშქვრაც შესძლეს ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში.
მისამართი: თბილისი, კოსტავას №37ა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები