ცოტნე გამსახურდია შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, მისი მეუღლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ამიტომ ოჯახი ფიქრობს, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ის საზღვარგარეთ გადაიყვანოს.

ანა ჯაბაურის თქმით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ ზუსტ გადაწყვეტილებას ოჯახი სამ დღეში მიიღებს.

“ჩვენ არ გვინდა, რომ არ ვიყოთ მომზადებული რამე შესაძლო გართულებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ განვიხილოთ საკითხი უცხოეთში მისი გადაყვანის შესახებ. ოპერაციები ჩატარდა არაჩვეულებრივად, კარგად უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა სარეაბილიტაციო და ასევე რეანიმაციის ბოლო ეტაპზე ვფიქრობთ, გადაყვანას საერთაშორისო სტანდარტების კლინიკაში. უახლოესი სამი დღის განმავლობაში ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ ზუსტ გადაწყვეტილებას ოჯახი სამ დღეში მიიღებს. ჯერ გადაწყვეტილი არ არის“, – განაცხადა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები