სოფელ ვარიანში საცხოვრებელი სახლის სათავსოში ხანძარი გაჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში საბძელს ხანძარი გაუჩნდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა და არავინ დაშავებულა.
“გამოძახება იყო სოფელ ვარიანიდან. საცხოვრებელი სახლის გვერდით სათავსოში გაჩნდა ხანძარი , სადაც დასაწყობებული იყო თივა. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.