ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი იულიხის ცენტრისა და რუსთაველის ფონდის პროგრამის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი შალვა რობიტაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევითი ცენტრის (Forschungszentrum JÜLICH) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2019 წლის გამარჯვებული გახდა – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტ შალვა რობიტაშვილის სამეცნიერო ნაშრომი სიმსივნეების ჰეტეროგენურობის მულტიმოდალურ გამოკვლევას ეხება.
პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო კვლევებს ის იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტში გააგრძელებს.

მისი სამეცნიერო კვლევის ხელმძღვანელები არიან იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის (INM-4) დირექტორი, სტუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ნადიმ ჯონ შა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი.

ქეთევან კოტეტიშვილის ინფორმაციით, იულიხის კვლევითი ცენტრისა და რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ერთობლივი პროგრამის მიზანია, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცეთ, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომებთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე, გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე განახორციელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები