სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

26 დეკემბერს, 20:00 საათზე, აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიის პავილიონში  სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, აჟღერდება კლასიკური მუსიკის შედევრები.
სცენაზე წარდგება ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ მაჭავარიანი კი იდირიჟორებს გ. ყანჩელის პირველ სიმფონიას და ი. სტრავინსკის სიმფონიურ სუიტას “ფასკუნჯი”, ხოლო სანდრო ნებიერიძე შეასრულებს რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტს მაესტრო მაჭავარიანთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკეტრთან ერთად.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: biletebi.ge-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები