ცოტნე გამსახურდიას ექიმი: ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის რაიმე ტიპის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება ან ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ არის.

“პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, კლინიკური სურათი დინამიკაში არ შეცვლილა. შესაბამისად, დღეს რაიმე ტიპის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება ან ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს. პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში იგივე რეჟიმით გაგრძელდება მკურნალობა”, – განაცხადა ექიმმა.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები