ოთარ თაქთაქიშვილის 95 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

26 დეკემბერს, 19.00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დიდი ქართველი კომპოზიტორის, სსრკ სახალხო არტისტის, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ოთარ თაქთაქიშვილის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ანსამბლი „რუსთავი“.
კონცერტზე შესრულდება ფრაგმენტები თაქთაქიშვილის სხვადასხვა ნაწარმოებიდან. ოპერის თეატრის ცისფერ დარბაზში მოეწყობა გამოფენა, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, ნახოს ოთარ თაქთაქიშვილის ფოტოები, მისი სპექტაკლების კოსტიუმები, აფიშები და პროგრამები.
კონცერტამდე კი, ოთარ  თაქთაქიშვილის ოპერა „მთვარის მოტაცების“ კლავირის სრული რედაქტირებული ვერსიის წარდგენა გაიმართება.
კლავირში წინასიტყვაობა და ლიბრეტო ინგლისურ ენაზე ითარგმნა. გაკეთდა ქართული ტექსტის ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია. კლავირზე მუშაობდნენ: მთავარი რედაქტორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, რედაქტორი – რევაზ ტაკიძე, კლავირის ელექტრონული ვერსია – ლევან გოცირიძე, თარგმანი – მაია ყიასაშვილი, დიზაინერი – ბესიკ დანელია, პროექტის ხელმძღვანელი – ქეთევან ნოზაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები