საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მესამე არქეოლოგიური საანგარიშო სესია გაიმართა

საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მესამე არქეოლოგიური საანგარიშო სესია გაიმართა.
კონფერენციას ესწრებოდნენ: ქართველი არქეოლოგები, სტუდენტები, ჟურნალისტები, მოწვეული სტუმრები, დარგით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში 52-მა არქეოლოგმა წარმოადგინა 2019 წელს განხორციელებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები, განისაზღვრა ჩატარებული სამუშაოების არქეოლოგიური პერსპექტივები და პრიორიტეტები, შეფასდა უცხოელ არქეოლოგებთან ერთად ჩატარებული ექსპედიციები, გამოიკვეთა აქტუალური თემები.
სესიის მონაწილეები და სტუმრები გაეცნენ სააგენტოს მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს. ფორუმზე გაჟღერდა ასეთი სესიების ტრადიციად ქცევის აუცილებლობა დარგის მეტად განვითარების მიზნით, რაც თავისთავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ტურისტული სეგმენტის განვითარების მიმართულებით.
აღნიშნულ კონფერენციაზე წარმოდგენილი საანგარიშო მასალები გამოქვეყნდება ყოველწლიურ ალმანახში, რომელიც გამოიცემა 2020 წლის გაზაფხულზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები