კიშინიოვის აეროპორტი რუსმა ბიზნესმენმა იყიდა
რუსი ბიზნესმენი, „გაზპრომის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი ანდრეი გონჩარენკო კომპანია Komaksavia Airport Invest Ltd-ის მფლობელი გახდა. კომპანიას Avia Invest-ში 95% წილი აქვს, რომელიც თავის მხრივ, „კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტს“ ფლობს.
როგორც გონჩარენკომ მედიას განუცხადა, ის უახლოეს მომავალში აეროპორტში ახალი ტერმინალის და ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობას გეგმავს. მისი თქმით, კომპანიის მიზანია, უახლოეს წლებში მგზავრთა ნაკადი 5 მლნ ადამიანამდე გაიზარდოს.
ამასთან, მოლდოვის პრორუსმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია ვინ იყიდა კომპანიის აქციები.
2014 წელს რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერდა, რომ გონჩარენკომ ლონდონში 250 მლნ ფუნტი სტერლინგის ღირებულების უძრავი ქონება იყიდა, თუმცა ბიზნესმენის ფინანსების წარმომავლობა უცნობია. ცნობილია, მხოლოდ ის. რომ გონჩარენკო 2013 წლამდე „გაზპრომში“ მაღალ თანამდებობას იკავებდა.