ახალციხეში სახლი გაქურდეს
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, სახლი გაქურდეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნტქით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევას, ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.