აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონში 20 ექიმი დააჯილდოვა
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონში 20 ექიმი დააჯილდოვა.
სიგელი გადაეცათ მათ, ვინც წელს რთულ ვითარებაში მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა და კრიტიკული პაციენტები გადაარჩინა. მათ შორის იყვნენ ექიმები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ დაჭრილ სამართალდამცველს ოპერაცია გაუკეთეს.
შეხვედრაზე სამინისტრომ წლის საქმიანობა შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებიც წარადგინა.
2020 წელს სამინისტრო 36 პროგრამას განახორციელებს.