ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე 26 დეკემბერს აინთება

26 დეკემბერს ახალციხეში კონცერტი გაიმართება და 16 მეტრიანი ნაძვის ხე, ქალაქის ცენტრალურ პარკში, საზეიმოდ აინთება.

ღონისძიება თეატრის მიმდებარედ 17:00 საათზე დაიწყება და საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ,  “ორი ჯუჯა“ – ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი მეგობრებთან ერთად (ზურაბ კობეშავიძე, მაკა ქაჯაია, ჯამბაზი ვოვა), ანსამბლი “მესხეთი“, ნინო გველესიანი, Dudey, მარიამ ნანობაშვილი. ასევე, ღონისძიებას გაახალისებენ ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები