ახალციხეში დევნილებს საკვები პროდუქტები დაურიგეს (ვიდეო)
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი გადასცა. ზეთი, ფქვილი, შაქარი, წიწიბურა და ბრინჯი 200-მა ბენეფიციარმა უკვე მიიღო.
„მადლობას ვუხდით მერიას, რადგან ყოველ წელს გვეხმარებიან წინა საახალწლოდ. მცირედიც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის“,- ამბობენ „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას იძულებით გადაადგილებული პირები.
როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, დევნილების დახმარება სურსათით წელიწადში ორჯერ, სააღდგომოდ და საახალწლოდ ხდება, ხოლო შეჭირვებულებს კვარტალში ერთხელ ეხმარებიან.
„წლებია მერიას ეს სერვისი აქვს, აქტიურად ვიყენებთ და ვეხმარებით ხალხს. მომავალშიც გაგრძელდება ეს ტრადიცია. დღეს დახმარება 200-მდე ოჯახს გადაეცა“,- თქვა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელმა, ინგა დიაკონოვამ.