გალაკტიონის „არტისტული ყვავილების“ 100 წლის იუბილე გაიმართება
25 დეკემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში, გალაკტიონის „არტისტული ყვავილების“ 100 წლის იუბილე გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოიფინება კრებულ „არტისტული ყვავილებში“ შესული ლექსების ხელნაწერები (გიორგი ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმის ფონდებიდან) და ამავე ხელნაწერების მიხედვით შექმნილი პლაკატები.
გაიმართება ღია მიკროფონი, რომელსაც პოეტი შოთა იათაშვილი გაუძღვება. მწერალთა სახლში მოსულ ყველა მსურველს შეეძლება წაიკითხოს ერთი ლექსი გალაკტიონის „არტისტული ყვავილებიდან“.
20:00 საათზე, ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე წარმოადგენენ გალაკტიონის „არტისტული ყვავილების“ მიხედვით შექმნილ მუსიკალურ კომპოზიციას.
გალაკტიონ ტაბიძის „არტისტულ ყვავილებს“, რომელიც 1919 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბეჭდა, წელს
გამოცემიდან 100 წელი შეუსრულდა. ამ წიგნმა განმსაზღვრელი როლი ითამაშა მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში – ის ყველა დროის საუკეთესო ქართული პოეტური კრებულია.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.