ლელა ანჯაფარიძის წიგნის წარდგენა გაიმართება

24 დეკემბერს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ლელა ანჯაფარიძის წიგნის  – „მე, ჯემალიკო, გალიჩკა, ზურიკო, ალბარა  და“…  წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით,  ლელა ანჯაფარიძის საქველმოქმედო ფონდის სახსრები პირველ ეტაპზე ლელას დანატოვარის გამოცემას მოხმარდება. ლელას ორმოცამდე გამოვა სწორედ ეს პირველი წიგნი.
„თუმცა მას შემდეგ, რაც ლელას ნამუშევრები (ჩანახატები, ლექსები, ნახატები, „ძალიან დილა მშვიდობისა!“) განიცდიან „ფერიცვალებას“ და ინტერნეტსივრციდან წიგნის ფურცლებზე გადაინაცვლებენ, ფონდი აუცილებლად გააგრძელებს მუშობას და დაეხმარება სხვა ბენეფიციარებსაც,  იქნება ეს ლიტერატურული პრემია, სწავლის დაფინანსება, თუ ის საჭირბოროტო საკითხი, რაც ქართულ მედიცინაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება“… – აცხადებენ ფონდის მესვეურნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები