ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის საქმე გახსნილია

ზუგდიდში სასურსათო მარკეტში გუშინ მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან ცხელ კვალზე დააკავა 1 პირი.

გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით გრძელდება.

ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩაზე არსებული სურსათის მაღაზია 21 დეკემბერს დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია 350 ლარი.

მაღაზიის გამყიდველის თქმით,ბოროტმოქმედს ე.წ.”დუბინკა”ეჭირა ხელში და მუქარით და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით,სალაროდან 350 ლარი აიღო.
დაკავებული პირი 1997 წელს დაბადებული გ.შ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები