ბორჯომში ავარიის შედეგად მგზავრი დაშავდა
ბორჯომში, სოფელ ჩითახევთან ერთმანეთს მიკროავტობუსი „ფორდ ტრანზიტი“ და მსუბუქი ავტომობილი „მერსედესი“ შეეჯახნენ. შემთხვევისას 27 წლის მგზავრი დაშავდა.შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.