დიდგორის მთის მიმდებარედ ცეცხლის ღია კერები ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მცხეთის რაიონში, დიდგორის მთის მიმდებარედ ცეცხლის ღია კერები ლოკალიზებულია. ადგილზე მხოლოდ დაკვამლიანებაა და სახანძრო სამსახური მუშაობას აგრძელებს.
ცნობისთვის, დიდგორის მთის მიმდებარედ, ცეცხლი 3 დღის წინ გაჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი ბალახს მოედო, შემდეგ კი, ბუჩქნარზე გადავიდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველობის 100-მდე მეხანძრე მაშველი და შესაბამისი ტექნიკა მუშაობდა. თუმცა ხანძრის ლოკალიზებას ქარი აფერხებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები