საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და დეპუტატებმა გარდაცვლილი არასრულწლოვნების ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ბოლო დროს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შესწავლა მოხდეს და ქვეყანაში მომავალი თაობისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ორმა არასრულწლოვანმა სკოლის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს. ვფიქრობ, ეს არამარტო მათი, არამედ თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რომელსაც განვიცდით.
მნიშვნელოვანია, დეტალურად მოხდეს საკითხის შესწავლა. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის უსაფრთხო გარემო. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების და თითოეული ჩვენგანის ჩართულობა. ყველა ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მის გვერდით ოჯახის გარდა საზოგადოებაც დგას”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები