რატი იონათამიშვილი პარლამენტის ფრაქცია “ქართულ ოცნებას” უხელმძღვანელებს
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომის ფორმატში მიიღეს, სადაც კენჭისყრა ჩატარდა.
ცნობისათვის, რატი იონათამიშვილი ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს ცვლის, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა.