ზედა ეწერში სოციალურად დაუცველ 18 ოჯახს საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ზედა ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოციალურად დაუცველ 18 ოჯახს საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა.
აღნიშნული საჩუქრების შეძენა ადგილობრივი ბიზნესმენის ვაჟა(პანტიკო) თორდიას დაფინანსებით მოხდა.
სასაჩუქრე პაკეტები ბენეფიციარებს მერის წარმომადგენელმა, ირაკლი თორდიამ სახლებში მიუტანა.
სოციალურად დაუცველ ერთ ოჯახს, საჭიროებიდან გამომდინარე შეშის ღუმელიც გადაეცა.